"საქართველოს ბანკი" იწყებს ახალი American Express Rewards Card-ის გამოშვებას საქართველოში
პრესრელიზი
18 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
"საქართველოს ბანკი" იწყებს ახალი American Express Rewards Card-ის გამოშვებას საქართველოში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 მაისი , 2011 წელი - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა დღეს განაცხადა, საქართველოში American Express Rewards Card-ის გამოშვების დაწყების თაობაზე. "საქართველოს ბანკი" ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას.
American Express Rewards Card-ი მომხმარებელს სთავაზობს მას ხარჯების კონტროლსა და მართვას. ამასთან, ბარათი მის მფლობელს წვდომას აძლევს საუკეთესო დაგროვებით პროგრამაზე Mემბერსჰიპ ღეწარდს და American Express-ის ბრენდთან დაკავშირებულ გამორჩეულ ბენეფიტებსა და მომსახურებაზე.
"მოხარული ვარ განვაცხადოთ, ქართულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური ბარათის გამოშვების შესახებ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მომხმარებელს ეფექტურად მართოს მისი ყოველდღიური ფინანსური საჭიროებები. ამასთან, ბარათი მისცემს მომხმარებელს შესაძლებლობას, მიიღოს American Express-ის ბრენდთან დაკავშირებული ბენეფიტების ფართო სპექტრი. American Express Rewards Card-ის გამოშვებით, "საქართველოს ბანკი" კიდევ უფრო აფართოებს პროდუქტების არჩევანს მისი მომხმარებლისთვის და პასუხობს კლიენტების კონკრეტულ საჭიროებებს. შედეგად, ბანკი კიდევ უფრო გააძლიერებს მის წამყვან პოზიციას პლასტიკური ბარათების სეგმენტზე", განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
American Express Rewards Card-ის ძირითადი მახასიათებლებია:
-
Membership Rewards. . ბარათის მფლობელები მიიღებენ 1 ქულას ბარათიდან გახარჯულ თითო ლარზე. ქულების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს და ქულებს არ გასდის ვადა. ქულების სანაცვლოდ, ბარათის მფლობელს შეუძლია ღირებული საჩუქრების მიღება. საჩუქრების ფართო არჩევანი მოიცავს სპა მომსახურებას, მოგზაურობას, თანამედროვე ელქტრონულ ხელსაწყოებს და სხვა ნივთებს. ქულები გროვდება იმ თანხაზე, რომელსაც მომხმარებელი ბარათიდან გახარჯავს.
-
ფინანსური კონტროლი. მომხმარებლებს, რომლებიც ეძებენ საბანკო პროდუქტს მათი ხარჯების კონტროლისა და მართვისთვის, ახალი ბარათი საშუალებას მისცემს ისარგებლონ ყველა საჭირო ფუნქციით, საუკეთესო დაგროვებით პროგრამასთან ერთად.
-
ბენეფიტები. ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ბონუს პროგრამა Selects-ში. ბონუს პროგრამაში გაერთიანებულ ობიექტებს აქვთ ექსკულიზური შეთავაზებები და ფასდაკლებები American Express ბარათების მფლობელთათვის. საქართველოში არსებული საუკეთესო რესტორნები, მაღაზიები და სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები მონაწილეობენ ხსენებულ პროგრამაში, ისევე როგორც ათასობით ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.
-
დაცვა არაავტორიზებული მოხმარებისგან. ბარათის მფლობელი დაცულია ბარათის არაავტორიზებული გამოყენებისგან, როგორც მაღაზიებში, ისე ინტერნეტით ყიდვისას.
-
მსოფლიო დონის მომსახურება, 24 საათის განმავლობაში, 365 დღე წელიწადში. ადგილობრივი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ხელმისაწვდომია 24 საათიანი მხარდაჭერისთვის, 7 დღე კვირაში. ბარათის მფლობელებს, ნებისმიერ დროს ასევე შეუძლიათ ონლაინ და SMS ბანკის გამოყენება. American Express Rewards Card-ის ფართოდ გამოყენება შეიძლება რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ბარათით თანხის განაღდება, "საქართველოს ბანკის" 406 ბანკომატში და 900,000 მეტ ბანკომატში მსოფლიოს გარშემო.